წესები და პირობები

 

ჩვენ შესახებ:

შპს „საქართველოს უნივერსიტეტი. ს/კ:205037137

შპს „იუჯი არქი პროექტი“ ს/კ: 405254433

საერთო მისამართი: ქ, თბილისი, მ.კოსტავას ქ. #77ა, E-maiL info@ug.edu.ge; n.laghidze@ug.edu.ge

ტელეფონის ნომერი:+ (995 32) 2 55 22 22 / (+995) 593 42 74 73

 

სტუდენტურ არქიტექტურულ ბიენალეში მონაწილეობის მიღების წესები და პირობები:

შპს „საქართველოს უნივერსიტეტის შვილობილი კომპანია „იუჯი არქი პროექტი“ ორ წელიწადში ერთხელ თავისი ახალი პროექტის - „სტუდენტურ არქიტექტურულ ბიენალეს“ ფარგლებში ატარებს სტუდენტურ საერთაშორისო არქიტექტურულ კონკურსებს თავის ვებ -გვერდის https://biennale.ug.edu.ge/ - ის მეშეობით. კონკურსზე ნამუშევრების წარდგენა (ვებ-გვერდზე ატვირთვა) ფასიანია. ერთ ნომინაციაში ერთი პროექტის ატვირთვის ღირებულება საქართველოს მოქალაქე სტუდენტისთვის არის 50 ლარი, ხოლო სხვა დანარჩენი ქვეყნების მოქალაქე სტუდენტებისთვის არის - 50 ევრო.

 

საერთაშორისო კონკურსზე მიიღება ბოლო 5 წლის მანძილზე შექმნილი სტუდენტური საინტერესო ქალაქგეგმარებითი კონცეფციები და არქიტექტურული პროექტები;

კონკურსანტებს უფლება აქვთ წარმოადგინონ ნამუშევართა ნებისმიერი რაოდენობა და ერთდროულად მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა ნომინაციებში;

სტუდენტურ საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის დებულების შესაბამისად, პრემიის მაძიებელებად სახელდებიან პროექტები შესარჩევი ტურის გავლის შემდგომ;

 

პრემიის მოსაპოვებლად განსახილველი ნამუშევრები მიიღება ინტერნეტის მეშვეობით კონკურსის სპეციალურ ვებგვერდზე - https://biennale.ug.edu.ge/ - წარმოსაჩენად.

საერთაშორისო კონკურსის ჩატარების თანამიმდევრობა https://biennale.ug.edu.ge/ წარმოდგენილი ნამუშევრები განიხილება საერთაშორისო ჟიურის მიერ. ნამუშევრების შერჩევა წარმოებს ვებ გვერდზე სამ ეტაპად:

  • წარმოდგენილი პროექტების განხილვა;
  • მათგან საუკეთესოს შერჩევა;
  • გამარჯვებულ ნომინანტთა დაჯილდოება.

 

ნამუშევართა შეფასება სპეციალური კოდირებული სისტემით ჩატარდება.

პროფესიული ჟიურის თითოეული წევრი და ასევე საზოგადოების ნებისმიერი წევრი ფარული კენჭისყრით (ინტერნეტის მეშვეობით), 10 ბალიანი შკალით აფასებს წარმოდგენილ მასალას, გამოყოფს, რა თითოეულ ნომინაციაში საუკეთესო ნამუშევარს.

ნამუშევრების შემფასებელს აქვს მხოლოდ ერთი ხმის მიცემის უფლება;

ავტორის ვინაობა მხოლოდ დაჯილდოების ცერემონიის შემდგომ გახდება ცნობილი, შესაბამისად დაფიქსირდება ვებგვერდზე.

 

ცვლილების განხორციელება:

კონკურსის ორგანიზატორი უფლებამოსილია ცვლილება შეიტანოს წინამდებარე წესებსა და პირობებში მომხმარებელთათვის წინასწარი შეტყობინებით.

მომხმარებელი პასუხისმგებელია რეგულარულად გაეცნოს წინამდებარე წესებსა და პირობებს. თქვენ მიერ ვებ-გვერდზე სტუმრობა/მითითებული ინფორმაციის გამოყენება ავტომატურად ნიშნავს თქვენს დათანხმებას წინამდებარე წესებისა და პირობების მოთხოვნებზე.