არქიტექტურა
არქიტექტურა
ეს ნომინაცია მოიცავს ბოლო ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში შექმნილ კერძო თუ საჯარო შენობების სტუდენტურ პროექტებს, რომლებსაც არა აქვთ მონაწილეობა მიღებული წინა წლებში გამართულ სხვა არქიტექტურულ კონკურსებზე. გამოფენის არცერთ ნომინაციაში არაა დაწესებული შეზღუდვა მასშტაბზე. ამ კატეგორიაში მოხდება არქიტექტურის საერთო ელემენტების შეფასება. სხვა კატეგორიის პროექტების განხილვა არაა გათვალისწინებული. პროექტების ავტორმა სტუდენტებმა აუცილებლად უნდა მოიხსენიონ პროფესორები / პედაგოგები, რომლებმაც გაუწიეს მათ დახმარება პროექტების შემუშავებაში.