პროფესიული საბჭო
საერთო მდგომარეობა
UG არქიტექტურის სტუდენტური ბიენალეს პროფესიული საბჭო იქმნება იმ მიზნით, რომ მოახდინოს ბიენალესთან დაკავშირებული ყოველგვარი მიმართულების სამუშაოების და მათი ორგანიზების კოორდინაცია თუ კონტროლი.
პროფესიული საბჭოს შემადგენლობა მტკიცდება UG არქიტექტურის სტუდენტური ბიენალეს ორგანიზატორის - საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნების და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის და არქიტექტურის და დიზაინის დეპარტამენტის - მიერ.
პროფესიული საბჭო ახორციელებს თავის საქმიანობას არსებულ მდგომარეობასთან შესაბამისად - UG არქიტექტურის სტუდენტური ბიენალეს პირობებისა და კონკურსზე განსახილველად პროექტების მიღების პირობების შესაბამისად.
პროფესიული საბჭო აქვს უფლება, საერთაშორისო კონკურსის მომზადებასთან და ჩატარებასთან დაკავშირებით წამოჭრილი ნებისმიერი საკითხის გადასაჭრელად შექმნას სტუდენტური სამუშაო ჯგუფი, რომლის საქმიანობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს დასახული მიზნის შესრულების დრო. სტუდენტური სამუშაო ჯგუფების რაოდენობა შეუზღუდავია.
სტუდენტური სამუშაო ჯგუფის პერსონალური შემადგენლობა ფორმირდება ბიენალეს ორგანიზატორის მიერ.
ორგანიზატორის, პროფესიული საბჭოს და სტუდენტური სამუშაო ჯგუფის მუშაობის თანრიგი განისაზღვრება არსებული მდგომარეობით.
ორგანიზატორის, პროფესიული საბჭოს და სტუდენტური სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ორგანიზაცია
სამუშაო შეხვედრები ტარდება აუცილებლობის შემთხვევაში (არანაკლებ თვეში ერთხელ). თათბირებზე განიხილება საკითხები,სამუშაო გეგმის შესაბამისად, რომელიც დამტკიცებულია ბიენალეს დამფუძნებლების მიერ.
სამუშაო ჯგუფის შეხვედრებზე მუშავდება საორგანიზაციო, ტექნიკური, ფინანსური, შემოქმედებითი საკითხები, აგრეთვე განიხილება წინადადებები ბიენალეს რეალიზაციისათვის, საზოგადოებრივი ინიციატივები.
სამუშაო ჯგუფის სამუშაო გეგმა მტკიცდება ორგანიზატორის და პროფესიული საბჭოს მიერ.
სამუშაო შეხვედრებზე გადაწყვეტილებები მიიღება წევრთა ხმების უმრავლესობის მიხედვით.
პროფესიული საბჭოს ფუნქციები
პროფესიული საბჭოს ფუნქციებს მიეკუთვნება:
1. UG არქიტექტურის სტუდენტური ბიენალეს ჩატარების კონტროლი და კოორდინაცია;
2. UG არქიტექტურის სტუდენტური ბიენალეს ჩატარების განსაზღვრა (ჩატარების ეტაპები, მონაწილეთა შეფასების მეთოდები);
3. ჟიურის შემადგენლობის ფორმირების მეთოდიკის განსაზღვრა;
4. პუბლიკაცია UG არქიტექტურის სტუდენტური ბიენალეს ჩატარების შესახებ;
5. დამტკიცებული გეგმის მიხედვით, ბიენალეს საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ღონისძიებების ჩატარება;
6. ბიენალეს საინფორმაციო კამპანიის ჩასატარება, სპონსორებთან მუშაობის კოორდინაციისთვის;
7. UG არქიტექტურის სტუდენტური ბიენალეში მონაწილეობის მიღების მსურველთა განაცხადებების და მათი კონკურსის მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი და ჟიურის მუშაობის კოორდინაცია;
8. პროფესიული ჟიურის მიერ მიღებულ რეზულტატთა დარეგისტრირება;
9. საერთაშორისო კონკურსის ლაურეატებისა და ნომინანტთა დაჯილდოების ცერემონიალის ორგანიზება.
პროფესიული საბჭოს უფლებები
პროფესიულ საბჭოს აქვს უფლება:
- პრეტენდენტთა მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მართებულობის შემოწმებისა;
- მოახდინოს მონაწილეთა დისკვალიფიკაცია დადგენილი წესების, UG არქიტექტურის სტუდენტური ბიენალეს მოთხოვნებისა და პირობების დარღვევის შემთხვევაში.
პროფესიული საბჭო ვალდებულია;
- შექმნას თანაბარი პირობები ბიენალეს ყველა მონაწილესათვის;
- უზრუნველყოს ბიენალეს ჩატარების პიარი;
- უზრუნველყოს მონაწილეთაგან მიღებული მონაცემთა კონფიდენციალურობა;
- ბიენალეს დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიამდე საჯაროდ არ განავრცოს კონკურსის შედეგები.
ბიენალეს ორგანიზატორის პასუხისმგებლობა
ორგანიზატორი პასუხისმგებლობას იღებს მასზედ, თუკი:
· დაარღვევს UG არქიტექტურის სტუდენტური ბიენალეს მომზადებისა და ჩატარების ნებისმიერ პროცედურას, რომელიც პროექტის ჩატარების პროგრამის მიხედვით არის გათვალისწინებული;
· დაარღვევს UG არქიტექტურის სტუდენტური ბიენალეს ჩატარების ვადებს, მის მონაწილეთა წინასწარი (არაუგვიანეს 15 დღისა) გაფრთხილების გარეშე.
ბიენალეს ორგანიზატორი არ არის პასუხისმგებელი თუკი:
· განაცხადი არასრულად და გაურკვევლად არის შევსებული;
· გარკვეული პრეცენდენტის შედეგად დაირღვა ღონისძიების ვადები