ურბანისტიკა
ურბანისტიკა
ამ ნომინაციაში შედის ბოლო ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში შექმნილი საცხოვრებელი თუ საჯარო/საზოგადოებრივი სტუდენტური პროექტები ტერიტორიის მოწესრიგების, დაგეგმვის და ურბანული არქიტექტურის სფეროში. ამ კატეგორიით მოცული იქნება ადამიანების დასახლებების და რეგიონალური მასშტაბის ბუნებრივი დაცული ტერიტორიების ინტეგრაცია, ურბანული სივრცეების განვითარება-რეგულირება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის და სხვა დიდი ინფრასტრუქტურული ერთეულების დაგეგმარება, შერეული ტიპის ურბანული კომპლექსები, მაღალხარისხოვანი საზოგადებრივი სივრცეები ურბანული მასშტაბით.
პროექტების ავტორმა სტუდენტებმა აუცილებლად უნდა მოიხსენიონ პროფესორები / პედაგოგები, რომლებმაც გაუწიეს მათ დახმარება პროექტების შემუშავებაში.