კონფერენციაზე მონაწილეობის პირობები

კონფერენცია

მონაწილეობა ფასიანია

  • ეს კატეგორია თავს უყრის ყველანაირ სტუდენტურ ფართომასშტაბიან ან გამოუქვეყნებელ აკადემიურ კვლევას არქიტექტურის ან მშენებლობის სფეროში წარსული, აწმყო თუ მომავალი დროის და გარემოებების კონტექსტში.
  • ამ კატეგორიით ასევე მოცულია ყველა სტუდენტი, რომლის პროექტიც წარმოადგენს ბოლო ორი წლის მანძილზე განხორციელებულ ბაკალავრიატის და მაგისტრის ხარისხის სადიპლომო კვლევას. პროექტების ავტორმა სტუდენტებმა აუცილებლად უნდა მოიხსენიონ პროფესორები / პედაგოგები, რომლებმაც გაუწიეს მათ დახმარება პროექტების შემუშავებაში.
  • სადიპლომო ნამუშევრები, რომლებშიც არაა გამოყენებული კვლევის მეთოდი, უნდა დარეგისტრირდეს სხვა კატეგორიებში, როგორებიცაა არქიტექტურა, ურბანისტიკა, რესტავრაცია და კულტურული მემკვიდრეობა, ლანდშაფტური არქიტექტურა.
  • 2025 წლის 26-27 სექტემბერს საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება კონფერენცია ბიენალეს ნომინაციის შესაბამისი სექციების მიხედვით.
  • დეტალურად კონფერენციის განრიგის შესახებ: 30 აგვისტოს შემდეგ, იხილეთ მენიუ - „კონფერენცია“ ბიენალეს ვებ-გვერდზე
  • კონფერენციაში სტუდენტებთან ერთად მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ეძლევათ პროფესიონალებს.
  • საკონფერენციო ნაშრომები მიიღება 2025 წლის 1 მაისიდან 30 ივლისამდე.

 

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა ლინკზე „კონფერენცია“ ატვირთონ კვლევითი ნაშრომი კვლევის მეთოდების და წესების დაცვით (APA-ს სტილი, PDF ფორმატში).

  • ენები - ინგლისური, ქართული
  • სტატიის ფორმატი - Microsoft Word (PDF).
  • გვერდის ფორმატი - А4.
  • შრიფტი - Times New Roman.
  • შრიფტის ზომა - 12.
  • სტრიქონებს შორის მანძილი - 1.0.
  • ყველა ველის ერთმანეთთან დაშორება, მათ შორის ცხრილები, დიაგრამები, ფოტოები - ტექსტებიდან დაშორება - 2 სმ.
  • აბზაცის შეწევა - 1 სმ.
  • თანაავტორთა რაოდენობა - არაუმეტეს 4.
  • სტატიის მოცულობა - 5-10 გვერდი.
  • გვერდის ნუმერაცია
  • ტექსტის გასწორება - სიგანეზე.
  • მითითებები ლიტერატურაზე სტატიის ტექსტში მოყვანილი უნდა იყოს კვადრატულ ფრჩხილებში.

სტატიის სტრუქტურა:

  • სამეცნიერო ხარისხი (შემოკლებული ვერსია), ავტორის გვარი და ინიციალები (თანაავტორები).
  • ავტორის (თანაავტორების) ქვეყანა, ქალაქი, სასწავლებელი (სამუშაო ადგილ).
  • სტატიის სათაური (ცენტრში, „ბოლდით“).
  • ანოტაცია (არ უნდა აღემატებოდეს - 100...150 სიტყვას).
  • საკვანძო სიტყვები (5 - 7 5-7 სიტყვა ან ფრაზა).
  • სტატიის ძირითადი ტექსტი (შესავალი, კვლევის შედეგები, დასკვნები).
  • გამოყენებული ლიტერატურა

- საკუთარი ფოტო-პორტრეტი (600X600 px);

სტუდენტებისთვის - უნივერსიტეტის ან ფაკულტეტის თანხმობის წერილი, რომელიც დაადასტურებს, რომ მისი მოსწრების და/ან  პროფესიული დონე შეესაბამება ბიენალეს კრიტერიუმებს (PDF ფორმატში).

 

UG არქიტექტურის სტუდენტური ბიენალეში,  კონფერენციაში  მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა შემდეგი თანმიმდევრობით გამოგზავნონ  განაცხადი (მენიუს – " კონფერენცია" ქვე მენიუზე - რეგისტრაცია"  -არსებული შაბლონით)

  • ნომინაცია:
  • თემის დასახელება:
  • უნივერსიტეტის დასახელება
  • ქვეყანა
  • ქალაქი
  • ტელ: უნივერსიტეტი
  • E-mail: უნივერსიტეტი
  • საკონტაქტო პირი - უნივერსიტეტი
  • უნივერსიტეტის ან ფაკულტეტის თანხმობის წერილი, რომელიც დაადასტურებს, რომ მისი მოსწრების და/ან პროფესიული დონე შეესაბამება ბიენალეს კრიტერიუმებს.

სახლის მისამართი

-          ქვეყანა

-          ქალაქი

-          ტელ: მობილური

-          ტელ: სახლი

-          საფოსტო ინდექსი

-          E-mail:

 

 

ვებ-გვერდზე რეგისტრაციის დასრულებისას, შემდგომი ნაბიჯებია:

-         ავტორიზაცია;

-         გაეცნობა კონკურსში მონაწილეობის პირობებთან;

-         ლინკზე - „კონფერენცია“  - ფორმის შევსება;

-         თანხის გადახდა;

-         ნაბიჯების სწორად გავლის შემდგომ თქვენი ნამუშევარი შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე  - „პროფილი“