მონაწილეობის პირობები
კონკურსში მონაწილეობის პირობები
განაცხადი ბიენალეში მონაწილეობისათვის
UG არქიტექტურის სტუდენტური ბიენალეს
ძირითადი თემა - თავისუფლება ქალაქს
ნამუშევრების მიღება დაიწყება - 2025 წლის 1 მაისიდან
ბიენალეში მონაწილეობა ფასიანია:
ერთ ნომინაციაში ერთი პროექტის ატვირთვის ღირებულება საქართველოს მოქალაქე სტუდენტისთვის არის 50 ლარი, ხოლო სხვა დანარჩენი ქვეყნების მოქალაქე სტუდენტებისთვის არის - 50 ევრო.
ბიენალეს ჟიური:
არქიტექტურული ნამუშევრები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე:
ბიენალეზე განიხილება ნამუშევრები შემდეგი ნომინაციების მიხედვით:
· არქიტექტურა;
· ურბანისტიკა;
· რესტავრაცია/ისტორიული მემკვიდრეობა;
· ლანდშაფტური არქიტექტურა;
· ინტერიერის დიზაინი;
· ფურნიტურა.
ეს ნომინაცია მოიცავს ბოლო ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში შექმნილ კერძო თუ საჯარო შენობების სტუდენტურ პროექტებს, რომლებსაც არა აქვთ მონაწილეობა მიღებული წინა წლებში გამართულ სხვა არქიტექტურულ კონკურსებზე. გამოფენის არცერთ ნომინაციაში არაა დაწესებული შეზღუდვა მასშტაბზე. ამ კატეგორიაში მოხდება არქიტექტურის საერთო ელემენტების შეფასება. სხვა კატეგორიის პროექტების განხილვა არაა გათვალისწინებული. პროექტების ავტორმა სტუდენტებმა აუცილებლად უნდა მოიხსენიონ პროფესორები / პედაგოგები, რომლებმაც გაუწიეს მათ დახმარება პროექტების შემუშავებაში.
ამ ნომინაციაში შედის ბოლო ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში შექმნილი საცხოვრებელი თუ საჯარო/საზოგადოებრივი სტუდენტური პროექტები ტერიტორიის მოწესრიგების, დაგეგმვის და ურბანული არქიტექტურის სფეროში. ამ კატეგორიით მოცული იქნება ადამიანების დასახლებების და რეგიონალური მასშტაბის ბუნებრივი დაცული ტერიტორიების ინტეგრაცია, ურბანული სივრცეების განვითარება-რეგულირება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის და სხვა დიდი ინფრასტრუქტურული ერთეულების დაგეგმარება, შერეული ტიპის ურბანული კომპლექსები, მაღალხარისხოვანი საზოგადებრივი სივრცეები ურბანული მასშტაბით.
პროექტების ავტორმა სტუდენტებმა აუცილებლად უნდა მოიხსენიონ პროფესორები / პედაგოგები, რომლებმაც გაუწიეს მათ დახმარება პროექტების შემუშავებაში.
ბოლო ოთხი-ხუთი წლის მანძილზე შექმნილი კერძო თუ საჯარო/საზოგადოებრივი სტუდენტური პროექტები, რომლებიც მოიცავს ბუნებრივი გარემოს ლანდშაფტურ დიზაინს, მათ შორის ამ კატეგორიის მოთხოვნებთან თავსებადი კერძო თუ საჯარო სივრცეების დაგეგმარებას, დაპროექტებას, მართვას, კონსერვაციას და რესტავრაციას. პროექტების ავტორმა სტუდენტებმა აუცილებლად უნდა მოიხსენიონ პროფესორები / პედაგოგები, რომლებმაც გაუწიეს მათ დახმარება პროექტების შემუშავებაში.
ურბანულ და სუბ-ურბანულ არქიტექტურულ ტიპოლოგიებში საზოგადოების განვითარებასთან დაკავშირებული ისტორიული პროექტები, რომლებსაც არა აქვთ მონაწილეობა მიღებული წინა წლებში გამართულ სხვა არქიტექტურულ კონკურსებზე. ამ კატეგორიაში შეფასდება კულტურული მემკვიდრეობის მიზნობრიობისადმი მიდგომა ან ნაგებობის რესტავრაციის ხარისხი. მსგავსი პროექტები შეიძლება ეხებოდეს შენობა-ნაგებობების აღდგენას, პროფილის შეცვლას, სივრცეების გადახალისებას, კონსერვაციას და რესტავრაციას.
პროექტების ავტორმა სტუდენტებმა აუცილებლად უნდა მოიხსენიონ პროფესორები / პედაგოგები, რომლებმაც გაუწიეს მათ დახმარება პროექტების შემუშავებაში.
ინტერიერის დიზაინი
პროექტების ავტორმა სტუდენტებმა აუცილებლად უნდა მოიხსენიონ პროფესორები / პედაგოგები, რომლებმაც გაუწიეს მათ დახმარება პროექტების შემუშავებაში.
ფურნიტურა
ბოლო ოთხი-ხუთი წლის მანძილზე შექმნილი სახცოვრებელი და საჯარო სივრცეებისთვის შექმნილი მცირე არქიტექტურული ფორმების, ავეჯის დიზაინის და სხვ. სტუდენტური პროექტები. პროექტების ავტორმა სტუდენტებმა აუცილებლად უნდა მოიხსენიონ პროფესორები / პედაგოგები, რომლებმაც გაუწიეს მათ დახმარება პროექტების შემუშავებაში.
არქიტექტურულ კონკურსში მონაწილეობის უფლება
თითო სტუდენტს შეუძლია სხვადასხვა ნომინაციაში რამდენიმე ინდივიდუალური ან ჯგუფური პროექტის წარდგენა.
არქიტექტურული კონკურსის მნიშვნელოვანი პირობები:
UG არქიტექტურის სტუდენტური ბიენალეზე საკონკურსო მასალა მიიღება 2025 წლის 30 ივლისამდე
არქიტექტურული კონკურსის მონაწილეობის მსურველებმა მენიუს – " მონაწილეობის" ქვე მენიუზე - ,,რეგისტრაცია"უნდა წარმოადგინონ საკონკურსი მასალა:
ვიზუალური მასალის მახასიათებლები
1 ფოტო ბიენალეს მოხსენებაში გამოსაქვეყნებლად - ნახაზის ან პროექტის რომელიმე ელემენტის 1 სურათი JPEG ფორმატით (ეს იქნება ის ვიზუალური მასალა, რომელსაც ჩვენ გამოვიყენებთ ბიენალეს შემდგომ პუბლიკაციებში, ბიენალეს კატალოგში, ვებსაიტზე და სხვა მედია-საშუალებებში თქვენი პროექტების წარდგენისთვის);
- სურვილისამებრ, ანიმაციური გამოსახულება;
- გამოგზავნონ განაცხადი (მენიუს – " მონაწილეობის" ქვე მენიუზე - „რეგისტრაცია" -არსებული შაბლონით) UG არქიტექტურის სტუდენტური ბიენალეში, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შემდეგი თანმიმდევრობით:
პროექტი გამოქვეყნდება ბიენალეს ვებსაიტზე და მისი პოვნა შესაძლებელი იქნება მისთვის მინიჭებული უნიკალური QR-კოდის მეშვეობით.
საკონკურსო ნამუშევართა შერჩევის ეტაპები:
კონკურსანტთა ნამუშევრების შერჩევა რამდენიმე ეტაპს მოიცავს:
- პროექტების განხილვა;
- მათგან, თითოეულ ნომინაციაში 3 საუკეთესო პროექტის შერჩევა;
- საზოგადოების მიერ საუკეთესო ნამუშევრების დაფიქსირება;
- გამარჯვებულ ნომინანტთა დაჯილდოება საზეიმო ცერემონიალზე 2025 წლის 28 სექტემბერს, თბილისში, საქართველოს უნივერსიტეტში.
- დაჯილდოების ცერემონიაზე ნომინაციების მიხედვით, დასახელდება საზოგადოებრივი აზრით არჩეული საუკეთესო პროექტები.
UG არქიტექტურის სტუდენტური ბიენალეს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადები განიხილება კონკურსის პროფესიული საბჭოს მიერ.
- კონკურსანტთა ნამუშევრები შეფასდება პროფესიული ჟიურის მიერ, კონკურსის პირობებისა და ტექნიკური მოთხოვნების დაცვის შესაბამისად;
- კონკურსანტთა ნამუშევრები შეფასდება საზოგადოების მიერ, კონკურსის პირობებისა და ტექნიკური მოთხოვნების დაცვის შესაბამისად.
პროფესიული და საზოგადოებრივი ჟიურის შეფასებები ცალ-ცალკე ავტომატურად ჯამდება და ფიქსირდება.
UG არქიტექტურის სტუდენტური ბიენალეს საპრიზო ფონდი შეადგენს - 3000 ლარს.
პრიზიორებს გადაეცემათ:
- ბიენალეს დიპლომი;
- ლაურეატის სერთიფიკატი;
- პროექტის მხარდამჭერების ან სპონსორების პრემია.
კონკურსანტთა საყურადღებოდ:
- UG არქიტექტურის სტუდენტური ბიენალეს კონკურსის ნებისმიერი ნომინაცია ავტომატურად მოიხსნება იმ შემთხვევაში, თუ კი შემოტანილი პროექტების რაოდენობა არ აღემატება სამ ობიექტს;
- პროექტის ვებგვერდზე დაფიქსირებამდე, დაზუსტდეს ავტორთა ვინაობა;
- UG არქიტექტურის სტუდენტური ბიენალეს დაჯილდოების ცერემონიალზე საჯაროდ გამოიფინება თითოეულ ნომინაციაში წარმოდგენილი საუკეთესო ობიექტების ამსახველი სტენდები.
გამარჯვებული პროექტების ბეჭდვას განახორციელებს ბიენალეს ორგანიზატორი
ვებ-გვერდზე რეგისტრაციის დასრულებისას, შემდგომი ნაბიჯებია:
- ავტორიზაცია;
- გაეცნობა კონკურსში მონაწილეობის პირობებთან;
- ლინკზე - „კონკურსები“ ფორმის შევსება;
- თანხის გადახდა;
- ნაბიჯების სწორად გავლის შემდგომ თქვენი ნამუშევარი შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე - „პროფილი“