ჟიური

 

UG არქიტექტურის  სტუდენტური ბიენალეს ჟიურის შესახებ

 პროფესიული ჟიური ფორმირდება ქართველი და უცხოელი არქიტექტორებისაგან, დიზაინერებისაგან და იმ პირთაგან, რომლებიც პროფესიულ კავშირში არიან საცხოვრებელი თუ საზოგადოებრივი შენობა-ნაგებობათა არქიტექტურასთან და დიზაინთან

საერთაშორისო პროფესიული ჟიურის მოღვაწეობას, მის წევრთა რაოდენობას განსაზღვრავს ბიენალეს  ორგანიზატორი და პროფესიული საბჭო. ჟიურის შემადგენლობაში  ორი ადგილი განკუთვნილია კონკურსის დამფუძვნელთათვის.  

საერთაშორისო პროფესიული ჟიურის საქმიანობის კოორდინაციას ახორციელებს ბიენალეს ორგანიზატორი.

საერთაშორისო პროფესიული ჟიურის მუშაობის თანრიგი

  UG არქიტექტურის  სტუდენტური ბიენალეს კონკურსი  სპეციალური კოდირებული სისტემით ჩატარდება. კონკურსში მონაწილე თითოეულ პროექტს ენიჭება უნიკალური QR-კოდი  ყველა ფაილის სათნადოდ ატვირთვისა და ორგანიზატორის მიერ მათი მიღების დადასტურებისთანავე.  ვებ გვერდზე წარმოდგენილი, თავისი ნომრით აღნიშნული თითოეული ობიექტი, ვიზუალურად, ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი.

საერთაშორისო პროფესიული ჟიურის თითოეული წევრი ფარული კენჭისყრით, 10 ბალიანი შკალით აფასებს ბიენალეს ვებგვერდზე წარმოდგენილ მასალას.  პროფესიული ჟიურის თითოეულ წევრს აქვს მხოლოდ ერთი ხმის მიცემის უფლება.

 ნამუშევრების შეფასებისას, გათვალისწინებული იქნება, ასევე საზოგადოებრივი აზრი (საზოგადოების ნებისმიერი წევრის მიერ ნამუშევრების შეფასება კონკურსის ვებ-გვერდზე).

შეფასების საერთო შედეგები (როგორც პროფესიული ჟიურის, ასევე საზოგადოებისცალ-ცალკე ავტომატურად დაჯამდება და გამოავლენს გამარჯვებულ ობიექტებ.  

თითოეულ ნომინაციაში გამოვლინდება 3 გამარჯვებული.

საერთაშორისო პროფესიული ჟიურის კენჭისყრის შედეგებს ამტკიცებს UG არქიტექტურის  სტუდენტური ბიენალეს  ორგანიზატორი  

ხმის მიცემისას წამოჭრილი საკამათო საკითხების გადაჭრისას, საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ბიენალეს ორგანიზატორი.