საერთო დებულებები

საერთო დებულებები


•    UG არქიტექტურის  სტუდენტური ბიენალე    არქიტექტურული კვლევის, ქალაქგეგმარების, არქიტექტურის,  ინტერიერის და დიზაინის სფეროს მოიცავს.
•    UG არქიტექტურის  სტუდენტური ბიენალე დამაარსებელი და ორგანიზატორია საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნების და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა და არქიტექტურის და დიზაინის დეპარტამენტი. 
•    UG არქიტექტურის  სტუდენტური ბიენალე    ტარდება ქართული და უცხოური  არქიტექტურის უმაღლესი სკოლების სტუდენტებისთვის (დამამთავრებელი კურსების ბაკალავრთათვის, მაგისტრანტებისთვის).
•    UG არქიტექტურის  სტუდენტური ბიენალეში    მონაწილეობისათვის განიხილება მოცემული ძირითადი თემის შესატყვისი პროექტები,კონცეფციები, იდეები.
•    UG არქიტექტურის  სტუდენტური ბიენალეს    მიზანია საუკეთესო პროექტების წარმოჩენა და იმ სტუდენტთა დაფიქსირება, რომლებსაც თავისი კრეატიულობით წვლილი შეაქვთ  არქიტექტურის სფეროში.
•    UG არქიტექტურის  სტუდენტური ბიენალეს    ნომინაციებში გამარჯვებულ სტუდენტებს მიენიჭებათ ბიენალეს განსაკუთრებული ჯილდო.
•    UG არქიტექტურის  სტუდენტური ბიენალეს    ძირითადი თემას და ნომინაციებს განსაზღვრავენ ბიენალეს ორგანიზატორები და პროფესიული საბჭო.

UG არქიტექტურის  სტუდენტური ბიენალეს ძირითადი თემაა - თავისუფლება ქალაქს
ნამუშევრების მიღება დაიწყება - 2024 წლის 10 ივნისიდან
ნამუშევრების მიიღება 15 ოქტომბრამდე
UG არქიტექტურის  სტუდენტური ბიენალე გაიმართება - 2024 წლის 14-15-16 ნოემბერს
UG არქიტექტურის  სტუდენტური ბიენალე  ტარდება ორ ძირითად ეტაპად:
1. აკადემიური: კონფერენციები და თემატური დისკუსიები. 
2. საკონკურსო: სტუდენტური პროექტების გამოფენა და გაჯილდოებს ცერემონია. 

აკადემიური ღონისძიებები
მოიცავს პროფესიონალებისთვის, სტუდენტებისთვის და ფართო საზოგადოებისთვის განკუთვნილი კონფერენციების და ვორქშოპების სერიას, რომლებიც გაიმართება საერთო თემით „თავისუფლება ქალაქს“ და მოემსახურება საზოგადოებრივ ცხოვრებაში არქიტექტურის მნიშვნელობის წარმოჩენას.
კონკურსი-გამოფენა
UG არქიტექტურის  სტუდენტური ბიენალეს  ფარგლებში გაიმართება კონკურსი სხვადასხვა სასწავლებლების არქიტექტურული ფაკულტეტების ქართველი და უცხოელი სტუდენტების მონაწილეობით; წარმოდგენილი იქნება დამამთავრებელ კურსებზე შექმნილი პროექტები, რომლებსაც მონაწილეობა არ მიუღიათ საქართველოში ჩატარებულ სხვა არქიტექტურულ კონურსებზე თუ გამოფენებზე წინა წლებში.
ბიენალეზე  განიხილება საკონკურსო სტუდენტური არქიტექტურული  პროექტები შემდეგი ნომინაციების მიხედვით:
-    არქიტექტურა; 
-    ურბანისტიკა; 
-    რესტავრაცია/ისტორიული მემკვიდრეობა; 
-    ლანდშაფტური არქიტექტურა; 
-    ინტერიერის დიზაინი;
-    ფურნიტურა.

ბიენალეს ჯილდოს წარმოადგენს:

ბიენალეს სიმბოლოს მცირე სკულპტურა
•    ლაურეატის სერთიფიკატი;
•    პროექტის მხარდამჭერების ან სპონსორების პრემია.
•    UG არქიტექტურის  სტუდენტური ბიენალეს  ორგანიზატორია  ბიენალეს პროფესიული საბჭო, რომელიც ყალიბდება ბიენალეს დამფუძნელებისა და ორგანიზატორების ბაზაზე და სამუშაოს ასრულებს წინასწარ განსაზღვრული პირობების საფუძველზე.

ბიენალეს  ჟიური:
•    საერთაშორისო პროფესიონალური ჟიური;
•    საზოგადოებრივი აზრი


არქიტექტურული ნამუშევრები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე:
o    ფორმა;
o    ფუნქცია;
o    ინოვაცია;
o    კონცეპტუალურობა;
o    რეალობასთან ადაპტაცია.

კონფერენცია
•    ეს კატეგორია თავს უყრის ყველანაირ ფართომასშტაბიან ან გამოუქვეყნებელ სტუდენტურ  აკადემიურ კვლევას არქიტექტურის ან მშენებლობის სფეროში წარსული, აწმყო თუ მომავალი დროის და გარემოებების კონტექსტში.
•    ამ კატეგორიით ასევე მოცულია სტუდენტის პროექტიც, რომელიც განხორციელებულია შესაბამისი კვლევის საფუძველზე. პროექტების ავტორმა სტუდენტებმა აუცილებლად უნდა მოიხსენიონ პროფესორები / პედაგოგები, რომლებმაც გაუწიეს მათ დახმარება პროექტების შემუშავებაში.
•    არქიტექტურული პროექტები, რომლებშიც არაა გამოყენებული კვლევის მეთოდი, უნდა დარეგისტრირდნენ ისეთ ნომინაციებში, როგორებიცაა არქიტექტურა, ურბანისტიკა, რესტავრაცია და კულტურული მემკვიდრეობა, ლანდშაფტური არქიტექტურა და ა.შ.
•  განიხილება ბოლო სამ წელიწადში შექმნილი  ნამუშევრები.  
•    2024 წლის 14-15 ნოემბერს საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება კონფერენცია, ბიენალეს  ეგიდით; 
•    კონფერენციაში სტუდენტებთან ერთად მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ეძლევათ პროფესიონალებს.
•    დეტალურად კონფერენციის განრიგის შესახებ იხილეთ მენიუ - „კონფერენცია“ -  ბიენალეს ვებ-გვერდზე.


UG არქიტექტურის  სტუდენტური ბიენალეს  გამოცხადებისა და ჩატარების ვადები
•    UG არქიტექტურის  სტუდენტური ბიენალეს  ორგანიზატორი,  2024 წლის 30 მაისიდან  აცხადებს ინფორმაციას ბიენალეში მონაწილეობის  პირობების შესახებ.
•    2024 წლის 10 ივნისიდან იწყება ნამუშევრების მიღება  (ატვირთვა ბიენალეს ვებ გვერდზე), რომელიც დასრულდება 2024 წლის 15 ოქტომბერს;
•    2024 წლის 18 ოქტომბრიდან კონკურსის ჟიური იწყებს ნამუშევრების შეფასებას;


  UG არქიტექტურის  სტუდენტური ბიენალეს  შესახებ განცხადებაში დადგენილია:
o    ბიენალეს ძირითადი თემა;
o    ბიენალეს ნომინაციები;
o    ნამუშევრების მიღების პირობები;
o    პრემიის სახეობა.

•    განცხადება UG არქიტექტურის  სტუდენტური ბიენალეს  ჩატარების შესახებ საზოგადოებას წინასწარ მიეწოდება ბიენალეს საინფორმაციო სამსახურის საშუალებით.
•    UG არქიტექტურის  სტუდენტური ბიენალე ჩატარდება 2024 წლის 14-15-16 ნოემბერს.
•    ბიენალეს დაჯილდოების ცერემონია ჩატარდება 2024 წლის 16 ნოემბერს.
  
UG არქიტექტურის  სტუდენტური ბიენალეს  თანამიმდევრობა
UG არქიტექტურის  სტუდენტური ბიენალეს  ჯილდოს მოსაპოვებლად, ბიენალეს ვებ გვერდზე წარმოდგენილი ნამუშევრები განიხილება ბიენალეს პროფესიული ჟიურის მიერ და ასევე შეფასდება საზოგადოებიდანაც.
წარმოდგენილი ნამუშევრების შერჩევა წარმოებს რამდენიმე ეტაპად;
-    პროექტების განხილვა;
-    მათგან, თითოეულ ნომინაციაში 3 საუკეთესო პროექტის  შერჩევა;
-    საზოგადოების მიერ საუკეთესო ნამუშევრების დაფიქსირება;
-    გამარჯვებულ ნომინანტთა დაჯილდოება საზეიმო ცერემონიალზე 2024 წლის 16  ნოემბერს, თბილისში, საქართველოს უნივერსიტეტში.
-    დაჯილდოების ცერემონიაზე დასახელდება, ნომინაციების მიხედვით, საზოგადოებრივი აზრით არჩეული საუკეთესო პროექტები.
 
-    გამარჯვებული პროექტებით შეიქმნება გამოფენის ექსპოზიცია დაჯილდოების ცერემონიაზე;
-    გამარჯვებული პროექტები აიტვირთება ბიენალეს ვებ-გვერდზე; საქართველოს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე; გაშუქდება სოციალურ  და TV მედია ქსელში, დაიბეჭდება ბიენალეს კატალოგში.
დასკვნითი დებულებები
•    UG არქიტექტურის  სტუდენტური ბიენალეს  ორგანიზატორებს შეუძლიათ შეცვალონ კონკურსის პირობები მონაწილეების წინასწარი ინფორმირების საფუძველზე.
•    UG არქიტექტურის  სტუდენტური ბიენალეს ჩატარების თარიღის ცვლილების შემთხვევაში მონაწილეები მიიღებენ დამატებით ინფორმაციას.